საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,  მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის  მე-6 მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის  მე-2,  მე-4  და  მე-5  პუნქტების,  (წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის  27 დეკემბრის გადაწყვეტილების  (ოქმი N6), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ  რექტორის  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის 30 მარტის  7/04 ერთობლივი ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2026 წლის 4 მაისის  N9690/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2026 წლის  4 მაისის    სხდომის  შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო  ერთეული)  თანამდებობაზე   გამოცხადებული   კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ფუნდამენტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილება:
ა) მარიამ ბეჟანიძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (0,5 საშტატო ერთეული).

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი ხელშეკრულების  გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და  ელექტროქიმიის  ინსტიტუტის მეცნიერ  თანამშრომელ მარიამ ბეჟანიძესთან.
3. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე