საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების, სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის    N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნ. ჩიტაშვილის 2026 წლის 27 მარტის N5998/10-02 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორთა   შერჩევის   მიზნით   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     დავის     ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში ანაზღაურების გარეშე სტაჟირება, 5 (ხუთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში   მონაწილეობის   მიღების   უფლება   აქვს   იურიდიული   ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3   ან   მე-4   სემესტრის   სტუდენტი,   მაგისტრატურის   საფეხურის სტუდენტი,  (უპირატესობით    -  საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის სტატუსი).

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
ა) აკადემიური წერისა და რედაქტირების საფუძვლების ცოდნა.
ბ) ციტირების სტილების ცოდნა (APA, MLA, Chicago და სხვ.)
გ) ბაზებთან მუშაობა და მონაცემების განახლება
დ) სოციალური მედიისა და ვებსაიტის კონტენტის შექმნის საბაზისო ცოდნა ე) საუნივერსიტეტო პრინციპების და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ზოგადი ცოდნა

4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);

ბ) ინგლისური ენა B2 ან C1 დონე (წერა, კითხვა, მეტყველება);

გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint,
ონლაინ პლატფორმების  გამოყენება (Zoom, Google Meet და სხვ.).

5.სტაჟიორთა   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა / დისციპლინა / ორგანიზებულობა;

ბ) ტექსტის ტექნიკური დამუშავება (ფორმატირება, სტრუქტურირება);

გ)  კვლევითი  მასალის  მოძიება  და  წყაროებთან  მუშაობა,  სამეცნიერო  კვლევითი უნარები;

დ) პროფესიული კომუნიკაცია ავტორებთან და ექსპერტებთან;

ე) წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე (მეილები, ოფიციალური ტექსტები);
ვ) უცხოელ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;
თ) დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
ი) შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
კ) დოკუმენტაციის მართვა და არქივირება; ლ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
მ) მრავალენოვან გარემოში მუშაობის უნარი; ნ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ო) მოქნილობა და ადაპტაცია სხვადასხვა ამოცანებთან;
პ) ავტორთა რეცენზირების პროცესში კონფიდენციალურობის დაცვა;

6. სტაჟიორთა ფუნქცია- ვალდებულებებია:

1.    კომპეტენციის   ფარგლებში,   სტატიების   ტექნიკური   რედაქტირება    (ფორმატი, წყაროები, ციტირება).    
2.    ავტორებთან კომუნიკაცია რედაქციის მითითებების შესახებ.    
3.    რეფერირების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.     
4.   აკადემიური კონფერენციებისა და პუბლიკაციების მომზადებაში დახმარება.
5.   უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა.
6.   საერთაშორისო არბიტრების კორესპონდენციის მხარდაჭერა.
7.   შეხვედრების ან ონლაინ - შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება.
8.   ინგლისურ ენაზე დოკუმენტების თარგმნა ან რედაქტირება.
9.   გაეცნოს   და   მიიღოს   მონაწილეობა   ორგანიზაციულ   და   ადმინისტრაციული სამუშაორში.
10. ღონისძიებების, ტრენინგების ან ვორქშოფების ორგანიზება.
11. ხელმძღვანელის მითითებით დოკუმენტების არქივირება და ბაზების განახლება.
12. სოციალური   მედიის   ან   ვებსაიტის   კონტენტის   მომზადება.   (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა).
13. გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
7. კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად აპლიკანტმა   უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება   კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდი განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე.

11.კონკურსში მონაწილეობის მსურველი      აპლიკანტის      შერჩევა      განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. საბუთების არასრულად       გამოგზავნის   შემთხვევაში,   საკონკურსო კომისიის   მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის     მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი   შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

12. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის   3 აპრილიდან   8 აპრილის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის 
ველში უნდა მიეთითოს -  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრში სტაჟირება.

13.ინფორმაცია „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  აპრილის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე