საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის   51-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების      დამტკიცების    თაობაზე    “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე       ჯავახიშვილის სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2026 წლის 9 მარტის N4769/10  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე, 108-ე და 115-ე ოთახების საპროექტო მომსახურების  მისაღებად, ელექტრონული კონკურსის  ჩატარების მიზნით, შეიქმნას  საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კახაბერ ჭეიშვილი  -რექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე;
დ) შოთა  ფოთოლაშვილი  - უნივერსიტეტის  ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი -კომისიის  წევრი;
ე) ზურაბ გაიპარაშვილი  - უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი - კომისიის წევრი -კომისიის  წევრი;
ვ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი --კომისიის წევრი;
ზ) იოსებ  სოფრომაძე - მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტის  უფროსი-კომისიის წევრი;
თ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი- კომისიის წევრი;
ი) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების  განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი.

2. საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  არყოფნის შემთხვევაში  საკონკურსო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.


4.  ბრძანების   დაინტერესებული  პირებისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე