საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2025- 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

თარიღი: 10/03/2026

ბრძანების N:: 133/01-04    

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის   პირველი  და  მე-2  ნაწილების,   53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე   მუხლის    პირველი   ნაწილის,    56-ე   მუხლის    პირველი   ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის        - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,და „ პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41- ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დაიწყოს    ადმინისტრაციული  წარმოება სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო -სამაგისტრო/ მულტილინგვური  განათლების დაწყებითი საფეხურის     მასწავლებლის    მომზადების    ინტეგრირებული    საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  ჩათვლით ერთსა და იმავე  სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი,   პრაქტიკა,  საბაკალავრო  კვლევითი  ნაშრომი ან სხვ.)  სამჯერ  კრედიტის ვერმიღების გამო,     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის   სემესტრიდან    სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან  დაკავშირებით,  ფაკულტეტების  შესაბამისად  თანდართული  სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);


2.   წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის  ფაკულტეტებს,  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 30 მარტისა;
4. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე,ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
5.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
7.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).


რექტორი ჯაბა სამუშია