,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ 4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულებს და ფაკულტეტების დამხმარე სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს, რომლებიც ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ან/და გააჩნიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი პროგრამული დაფინანსება და ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, დაევალოთ ყოველწლიურად არაუგვიანეს 16 თებერვლისა უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინონ მიმდინარე წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაწერილი გეგმა, შესაბამისი ინდიკატორების მითითებით დანართი № 1-ის შესაბამისად.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს შესაბამისი ერთეულის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის განხილვის საფუძველი.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე