საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2026 წლის 26 იანვრის N1195/29 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 26 ნოემბრის N295/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 6 თებერვლისა.“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის “ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,
პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია