,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54 ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2025 წლის 30 ივნისის ,,2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/67 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 16 იანვრის N691/27, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 14 იანვრის N449/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 14 იანვრის N467/30, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 16 იანვრის N694/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 14 იანვრის N471/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 15 იანვრის N640/29 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 15 იანვრის N622/31-01 წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია