,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე - 9 და მე - 12 პუნქტების, უნივერსიტეტის რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2026 წლის 9 იანვრის N159/10 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში -,,საორგანიზაციო კომისია’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ერეკლე ასტახიშვილი - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ნინო გვენეტაძე - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ქ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ღ) მარინა ლომოური - უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებების სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
4. დაევალოს თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებების მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საიუბილეო ღონისძიებების მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს საიუბილეო ღონისძიებების სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია