საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025 წლის 13 ნოემბრის N278/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების    დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი. აღნიშნული წესის საფუძველზე განისაზღვრა, რომ კანდიდატებს  17 ნოემბრიდან  8 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოედგინათ სსიპ  - სერვისების განვითარების  სააგენტოს  მიერ  შესაბამისი  წესით  გაცემული  მოქმედების ვადის მქონე  დოკუმენტი  მრავალშვილიანი  ოჯახის  წევრობის შესახებ.საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ზემოხსენებული დოკუმენტის გაცემის ვადად განსაზღვრულია მრავალშვილიანი მშობლის მიერ სააგენტოში განაცხადის დაფიქსირებიდან მეათე დღე. აღნიშნული გარემოების გამო სტუდენტების დიდმა ნაწილმა, ვერ მოახერხა უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში    შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის საფუძველზეც მათი კანდიდატურა არ იქნა განხილული სტიპენდიის კანდიდატების შერჩევის პროცესში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და სტიპენდიის მიღების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე განმეორებით უნდა გამოცხადდეს დოკუმენტაციის მიღება ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11
სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14
მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  "ა",  "ბ"  და  "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი“ დანართი N1.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია