საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის   , ,,ზ’’  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის     2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ნ’’,,,პ” ქვეპუნქტების,    ,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    საშტატო    განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის   2025 წლის  23 ივლისის   N19/04 ერთობლივი  ბრძანების,  უსაფრთხოების  სამსახურის უფროსის გიორგი  თავაძის       2025   წლის    9 დეკემბრის    N32286/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს  კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული მართვის ცენტრის და  ტექნიკური  უზრუნველყოფის  განყოფილებაში  უფროსის  საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

2.ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით),სამუშაო საათები 09:00 სთ- დან 18:00 სთმდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,40 საათიანი სამუშაო კვირა.
3.აპლიკანტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
ბ) სასურველი ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე;
გ) უსაფრთოების ან/და ინფორმაციული (ციფრული) ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება,უპირატესობად ჩაითვლება ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.
4. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: ა)  შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.


5.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში  ოპერატიული მართვის ცენტრის  და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან   შეთანხმებით ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავება;
ბ) ოპერატიული მართვის ცენტრის და დაცვის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მათთვის მითითებების და დავალებების მიცემა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
გ) დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟზე და დემონტაჟზე ზედამხედველობა;
დ)   უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ოპერატიული მართვის ცენტრის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელთათვის რეგულარულად ტრენინგების ჩატარება;
ე)  სახანძრო  უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების გეგმების შემუშავებაზე კონტროლი;
ვ)  უსაფრთხოების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ზ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დანიშნული მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობათა მიღება- ჩაბარების, აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამისი აქტების წარმოება;
თ)  უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაციის მოწესრიგება ;
ი)უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სხვა მითითებების შესრულება;
6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს -უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინბული თანამდებობა.
9.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის  ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინბულ თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
10. ბრძანება     ,,სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური , უსაფრთხოების სამსახური).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე