"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ი. ხარჯავანიძის 2025 წლის 2 დეკემბრის N31638/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის (I კორპუსი) ადმინისტრატორის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
4. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
5. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
6. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) დასაბუთების უნარი;
ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) სააქტო დარბაზის განრიგის შედგენა;
ბ) სააქტო დარბაზში დაგეგმილი/მიმდინარე ღონისძიებების მონიტორინგი;
გ) სააქტო დარბაზში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა;
დ) სააქტო დარბაზში განთავსებული ინვენტარის აღწერაში მონაწილეობა;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს „კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორი (I კორპუსი)“.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა