,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის პირველი დეკემბრის N393/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით (კერძოდ, ბრძანების პირველ პუნქტში არასწორად იქნა მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა - ,,ა“ ქვეპუნქტში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მე-5 პუნქტში არასწორად იქნა მითითებული საკონკურსო თანამდებობის დასახელება - სპეციალისტი (კონსულტანტის ) ნაცვლად, მითითებული იქნა სპეციალისტი (წიგნის მკერავი), ხოლო მე-8 პუნქტში არასწორად იქნა მითითებული შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღები - ნაცვლად 5 და 8 დეკემბრისა, შეცდომითი მითთებული იქნა 3 და 7 დეკემბერი) „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ’’ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის პირველი დეკემბრის N393/02- 01 ბრძანების :
ა) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
„ა) ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი; “;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს კონსულტირება ნაბეჭდი პროდუქციის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზებისთვის;
ბ) განახორციელოს ბაზრის კვლევა;
გ) უზრუნველყოს პროდუქციის გასაღების ადგილების მოძიება;
დ) უზრუნველყოს ონლაინ გაყიდვების ორგანიზება;
ე) განახორციელოს გამომცემლობის დირექტორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებები;’’;
გ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5 დეკემბრიდან 2025 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიცია;’’.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გამომცემლობა).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა