საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15 მუხლის    პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის    პირველი  პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,ამავე  მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე    პერსონალის    სამსახურში მიღების წესი,  შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ,    ოქმი        N7; 26.12.2023წ),    მატერიალური     რესურსების     მართვბის დეპარტამენტის უფროსის  იოსებ  სოფრომაძის 2025    წლის     26 ნოემბრის   N30930/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავრი სპეციალისტის (შტატგარეშე)  პოზიციაზე.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთავრი სპეციალისტის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება  1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) კონკურსანტს   უნდა   ჰქონდეს  უმაღლესი  განათლება   (სასურველია ტექნიკური ,საინჟინრო ტექნოლოგიების ან დაკავშირებული  მიმართულება);
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურულ, საკომუნიკაციო   ქსელებთან მუშაობის  მიმართულებით (სასურველია  სატელეფონო ქსელის ან ტელეკომუნიკაციების სფეროში);
დ)  ქართული ენის  სრულყოფილად ცოდნა, უცხო  ენების  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) დეტალებზე  ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა; 
გ) დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
დ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
ე) დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
ზ) მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
თ) სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობის უნარი.
5.      სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის  ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავრი  სპეციალისტის  (შტატგარეშე)    პოზიციაზე   დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა)     თსუ  სასწავლო კორპუსებში და შემოერთებულ ინსტიტუტებში შიდა სატელეფონოქსელის  გამართული    მუშაობის    უზრუნველყოფა   და   თსუ     ბალანსზე არსებული სატელეფონო ნომრების კონტროლი.
ბ)     სატელეფონო კომპანიებიდან მოსული ანგარიშ-ფაქტურებისა  და  მასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის შემოწმება, დამუშავება და დეპარტამენტის  უფროსის რეზოლუციის შემდეგ ადრესატამდე გადაგზავნა, შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი.
გ) ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

6.  კონკურსში       მონაწილეობის      მსურველ      აპლიკანტს      მოეთხოვება      შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)  კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ   მიმართული    დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო  კომისიის   მიერ  აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; 
8.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტების   მიერ  გადმოგზავნილი უნდა  იქნეს 2025 წლის 8 დეკემბრიდან   2025 წლის 15 დეკემბრის  ჩათვლით 17:00 საათამდე  ელექტრონულ მისამართზე:   vacancy@tsu.ge.  სათაურის   ველში  უნდა მიეთითოს - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავრი სპეციალისტის (შტატგარეშე)  პოზიცია.
9.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების  განყოფილების მთავრი სპეციალისტის (შტატგარეშე)   პოზიციაზე შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და  დამტკიცდეს  კომისიის  მუშაობის  წესი (დანართი1);
10.ბრძანება ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავრი სპეციალისტის (შტატგარეშე)       პოზიციაზე   შესარჩევად   კონკურსის    გამოცხადების    შესახებ’’
განთავსდეს   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე    -  www.tsu.ge-ზე   და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს       (საფინანსო      დეპარტამენტი,       შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა