საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების  შესახებ  " საქართველოს კანონის     22-ე მუხლის    პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი , მე -4 და მე -5 პუნქტების , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის  პირველი , მე -5 და მე -6 პუნქტების , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური  საბჭოს     2017 წლის    31 მაისის   № 63/2017 დადგენილების   -  ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო   -კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ  ”   (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ , ოქმი № 03; 23.06.2017წ), „ სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ  რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025  წლის  4 ივლისის    N10/04 ერთობლივი   ბრძანების,    თსუ-ის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის  ნ. მაჭავარიანის 2025 წლის 21 ნოემბრის N30499/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი , სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო  -  კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო  ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც ) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  1 რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია   მაინც    სამეცნიერო  -კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსის  მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 24 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 24 დეკემბრიდან  2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 27 დეკემბრისა;
5.    კონკურსი     გამოცხადდეს     არნოლდ   ჩიქობავას     სახელობის    ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ქართველურ ენათა განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (შვიდი)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ექვსი)

ზოგადი  ენათმეცნიერების  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ერთი)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ლექსიკოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ათი)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ორი)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ერთი)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (ხუთი)

6. მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)  ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 დეკემბრიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით,  თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი,
ი.  ჭავჭავაძის გამზ. N18 თსუ მე-8 კორპ. IV სართ. (1100-დან - 1600 საათამდე). ასევე ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728;
8.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია