სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
№383/02-01, 21.11.2025 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი -მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე
ვბრძანებ
1. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№ 383/02-01, 21.11.2025 ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (34 005 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თამარ ქარაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი
ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კომისიის მდივანი
ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი
4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული
დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;
5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები მიიღება ელექტრონულად 24-28 ნოემბერს შემდეგ
მისამართზე: social@tsu.ge
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება)
უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე
განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.