საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

კონკურსის მიზანი

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

  • პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ სემესტრში სტატუს შეჩერებული დოქტორანტები;
  • დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
  • დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
  • დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (21. 11. 2025 – 29.11.2025) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დანართი 2: განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • დანართი 1: შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით (მინიმალური საკონკურსო ქულა -25); სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო - კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმ ოდგენა არ არის სავალდებულო;
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება