საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’   და  "ი"  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მეორე პუნქტის და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილის თ. გიორგაძის 2025 წლის  23 ოქტომბრის N27064/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის   (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად (1 ვაკანსია).
2. პირველი პუნქტით  განსაზღვრული   ვაკანსიისათვის  შრომის  ანაზღაურება  განისაზღვრება თვეში   1130  (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო  საათები-09:00  სთ-დან  18:00სთ-მდე  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში  მოქმედი  რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი  განათლების შესახებ“;  საქართველოს  კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;  საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4.აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს  მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება.
ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემოსული საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვა და რეგისტრაცია ჯამობრივი და ინდივიდუალური აღრიცხვის ჟურნალებში;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკურად დამუშავება;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენა; 
დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების კლასიფიცირება;
ე) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა; 
ვ) ელექტრონული კატალოგის რედაქტირება-კორექტირება უზრუნველყოფა;

6.კონკურსში მონაწილეობის    მსურველ აპლიკანტებს    მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის   საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი,  ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე   შესარჩევ  კომისიასთან  გაივლის  გასაუბრებას (კონკრეტული   თარიღი  და  დრო  ეცნობებათ   წინასწარ).  გასაუბრების   შედეგები   აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების  განყოფილების  უფროსი  ბიბლიოთკარის         (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე  პოზიციაზე  კანდიდატის შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 30 ოქტომბრიდან  2025 წლის 3  ნოემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს   ,,სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარი  (უფროსი სპეციალისტი)“;
10.  ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების გამგის საშტატო     განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში; 

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2025  წლის  20 ნოემბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა