საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2   პუნქტის, „კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის,  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების,  28-ე  მუხლის,   29-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და კონკურსის ჩატარების      ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის  №29/2024   დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური პერსონალის (პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ),  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  2 ოქტომბრის № 14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 15 ოქტომბრის  N26120/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი)  წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი  გამოცხადდეს  2025 წლის 20 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:


აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასირიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
ქართული ლიტერატურის  ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ფოლკლორისტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თარგმანისა    და    ლიტერატურული    ურთიერთობების         სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)
ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ახალი ქართული ენის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („გ“კატეგორია)

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ენა)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული („ა“კატეგორია

კლასიკური   ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა  და   ნეოგრეცისტიკის  სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი
კლასიკური ფილოლოგიის კათედრა 
ასოცირებული პროფესორი -   2  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

საქართველოს ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ფილოსოფიის ისტორიის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

ეთიკისა და რელიგიის ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

თეორიული ფილოსოფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)


ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიის ხალხთა ისტორიის  კათედრა

ასოცირებული პროფესორი -   1  საშტატო ერთეული    („ა“კატეგორია)

5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე ასარჩევმა  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ)    სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის   გამოცდილების    დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2025 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, 9:30-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.   ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების  დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით     გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია