საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის,  მე-2 პუნქტის, მე-18  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის,  37 2 მუხლის   პირველი,  მე-3,  მე-4  და  მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის ,და მე-11 პუნქტის , 322 მუხლის  პირველი, მე-4 , მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ილისის  N10/04 ერთობლივი ბრძანებისა  და  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის   ირმა რატიანის     2025 წლის  8 ოქტომბრის N25336/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა  პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი,   რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობები  შეიძლება
დაიკავოს  პირმა,  რომელიც  აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი  ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების მე-11 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5.კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 16 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025   წლის   17 ნოემბრიდან 2025   წლის   20 ნოემბრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 2 დეკემბრისა.
6.კონკურსი  გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

ციფრული ლიტერატურის  ლაბორატორია

მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


7.სამეცნიერო თანამდებობაზე  (უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი და მეცნიერ თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა  და ვადების  დაცვით  წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 
ე)   სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 20  ნოემბრის  ჩათვლით  1100-დან  1800 საათამდე,  ინსტიტუტის  შენობაში,   თბილისი, კოსტავას ქ. N5 ინსტიტუტის კანცელარია.
9.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).

12.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე