საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე  ნაწილის, 54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით დამტკიცებული   „უმაღლესი  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის  2025 წლის 26 აგვისტოს   -„კოეფიციენტებით  რანჟირების  დოკუმენტის დამტკიცების შესახებ   იმ   აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2025 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებულ   საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე   სწავლის უფლება“  MES 2 25 0001029053 და „აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა  რანჟირების  დოკუმენტების დამტკიცების შესახებ იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად” MES 4 25 0001023853 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების  წესის  დამტკიცების შესახებ“  თსუ-ს რექტორის  2010 წლის  13 სექტემბრის  N83/01-01 ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  დეკანის 22.09.2025 N23447/29, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 22.09.2025  N 23529/28  წარდგინებების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ჩაირიცხონ  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრიდან  ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგების  საფუძველზე  ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებულ   საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/    სტომატოლოგის   საგანმანათლებლო პროგრამებზე   სსიპ    -   ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების   შესაბამისად   თანდართული   სიის   მიხედვით შემდეგი სტუდენტები:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №2);


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია