საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

25.09.2025"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის    პირველი,   მე-4   და   მე-5   პუნქტების,   საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების   - ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების   (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2025 წლის 24 სექტემბრის N23826/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ     სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        – ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის    ფიზიკის   ინსტიტუტში      მეცნიერი  თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი,   რომელსაც აქვს დოქტორის  ან   მასთან   გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი , სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის    გამოცდილება    (რაც გულისხმობს   არა  მხოლოდ  სამეცნიერო -კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო   ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს     პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის    დაკავების    დამატებითი პირობების    მე-2 მუხლით   განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 29 სექტემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით . საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 19 ნოემბრისა .
5.კონკურსი   გამოცხადდეს  ელეფთერ ანდრონიკაშვილის      სახელობის      ფიზიკის ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

კონდენსირებული  გარემოს ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთული (4 წლის ვადით)

6.  სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი   პროდუქციის  ჩამონათვალი,  თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)   სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ)ცნობა  - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის  გარდა) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. ოთახი N411.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი, პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,   შიდა  აუდიტის სამსახური,   ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია