,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, და ამავე მუხლის მე2 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2025 წლის 2 სექტემბრის N21397/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე.
2.ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან
18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის
განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს სატელეფონო ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება და განახორციელოს მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურება.
ბ) მიაწოდოს მოქალაქეს უნივერსიტეტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია (გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული პერსონალური, პროფესიული, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისა).
გ) შემოსული ზარები, საკონსულტაციო ზარები, ან ინფორმაციის გადაცემა დააფიქსიროს საინფორმაციო ბაზაში.
დ) საჭიროებიდან გამომდინარე შეასრულოს ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებები (სტატისტიკური ანალიზის გაკეთება, რეაგირებული ზარების დამუშავება და ა. შ.).
ე) არ გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები, არ მიაწოდოს მოქალაქეს ინფორმაცია, რომლის სიზუსტეში არ არის დარწმუნებული, მისცეს მას შესაბამისი განმარტება
ინფორმაციის დაზუსტების საჭოროების შესახებ და კვლავ დაუკავშირდეს ოპერატიულად.
ვ) საფრთხის შემცველი და გადაუდებელი რეაგირების საჭიროების ზარების შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყონებლივ გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სსიპ - ,,112’’-ს, შესაბამის სამსახურს და უშუალო ხელმძღვანელობს.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი დოკიმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,
წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 9 სექტემბრიდან 2025 წლის 12 სეტემბირის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტი (ცხელი ხაზის ოპერატორი).
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
10. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბერის თვისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა