eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 17/06/2025

ბრძანების N:: 15/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ

 

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების სხდომაზე (მიმართვა #14688/30; 13.06.2025) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი;

2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.