საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებისა  და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის  2025 წლის  9 ივნისის N14085/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ    –ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - ელეფთერ   ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  (10 წლის ვადით) შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ ჭელიძე - ფიზიკა - მათემატიკის   მეცნიერებათა  დოქტორი,  თსუ-ს ზუსტ   და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) გიორგი ციციშვილი - ფიზიკა - მათემატიკის  მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მედეია  ჯანჯალია   - ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
დ) თეიმურაზ ნადარეიშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ- ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი.

2.  დამტკიცდეს  საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარედ     -  თამარ ჭელიძე,  საკონკურსო კომისიის    თავმჯდომარის    მოადგილედ  -   გიორგი   ციციშვილი,  საკონკურსო   კომისიის მდივნად - მედეია ჯანჯალია.
3.  დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის   ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილებით   დამტკიცებულ  მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე