საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,   63-ე მუხლის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული     ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის  ,,ა” ქვეპუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების,   უნივერსიტეტის   ხარისხის    უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის 2025  წლის 29   მაისის  N13156/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეტანილ  იქნას  ცვლილება ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ხელოვნური ინტელექტის  საუნივერსიტეტო  სტრატეგიის შემუშავების მიზნით  საუნივერსიტეტო  სამუშაო  ჯგუფის   შექმნის    თაობაზე’’ უნივერსიტეტის   რექტორის 2025 წლის   20 მაისის  N101/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური  ინტელექტის   საუნივერსიტეტო სტრატეგიის   შემუშავების უზრუნველსაყოფად შეიქმნას  საუნივერსიტეტო სამუშაო  ჯგუფი (შემდგომში  -,,სამუშაო ჯგუფი’’) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერების  და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი     ციფრული     განათლებისა    და    ხელოვნური     ინტელექტის     საკითხებში;
„განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაო ჯგუფის“ თანახელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ)   ერეკლე ასტახიშვილი   -  რექტორის  მოადგილე  საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ)  ნინო  უგრეხელიძე   -  საზოგადოებასთან   ურთიერთობის   დეპარტამენტის   უფროსი სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი -

სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი)  თინათინ  დავითაშვილი  - თსუ-ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  -სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) მიხეილ რუხაია  - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) თენგიზ ბუჩუკური - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3.  დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია