საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი   პუნქტის,  ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  მე-4 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2025 წლის 30 მაისის N13228/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 29 მაისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო  - კვლევით  ერთეულში  ილია  ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი    ინსტიტუტის     - უფროსი მეცნიერი  თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
ნატალია ჩინჩალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
გიორგი კაპანაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული
გამოთვლითი მათემატიკისა  და მოდელირების განყოფილება:
ხათუნა  ელბაქიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
რომან კოპლატაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
ქართლოს ყაჭიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული 

2.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის   მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 22 ივნისიდან.


რექტორი ჯაბა სამუშია