„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 21 - 26 ივლისისა დაენიშნოთ 17-19 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 15 ივლისი - 15 სექტემბერი.)“
2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 17 – 23 ივლისისა დაენიშნოთ 24-26 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 13 ივლისი - 22 სექტემბერი.)“
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
ჯაბა სამუშია რექტორი