,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 30960/10; 14.11.2024) საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩატარდეს კონკურსი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების (რენის და პოტსდამის უნივერსიტეტი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგიტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 19 ნოემბერს 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ა) ფრანგულენოვანი კომისიის წევრები:
1. ბელა ხაბეიშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2. თეა თათეშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
3. გვანცა გუგეშაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
ბ) გერმანულენოვანი კომისიის წევრები
1. პაატა ტურავა, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2. ლევან ხარანაული, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
3. ნინო ქიმერიძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
გ) ინგლისურენოვანი კომისიის წევრები
1. მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
2. ანასტასია ქიტიაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი
3. მარიამ ელიზბარაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
4. მარიამ ქებურია, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მადონა ჯალაღონია;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჯაბა სამუშია რექტორი