უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2024 წლის 4 ნოემბრის N29461/27 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 18 თებერვლის №47/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2. გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნანი გელოვანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი -კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი -კომისიის წევრი;
გ) თეიმურაზ პაპასქირი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი -კომისიის წევრი;
დ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი -კომისიის წევრი;
ე) მიხეილ ბახტაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ვ) მირიან მახარაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ) ომიკო ეჯიბია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტი პროფესორი - კომისიის წევრი. მდივანი.’’
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის (შემდგომში - ,,წესი’’) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით (GPA- არანაკლებ 3.5-ისა) და გამოქვეყნებული ან/და დასაბეჭდად გადაცემული სამეცნიერო შრომა/შრომები შუა საუკუნეების საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლის სფეროდან.’’;
გ) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,3. 3.5 GPA-ის მქონე საუკეთესო აკადემიური მოსწრების ორი ან ორზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, კომისიის მიერ სტიპენდიატის შერჩევა ხორციელდება უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მაჩვენებლით.’’;
დ) წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,4. კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შესაბამისობისა და სტიპენდიის გაცემის თაობაზე დასკვნას ამზადებს კომისია.’’.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი