საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის N122/ნ ბრძანების N1 დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გათვალისწინებით, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1).

2. მომდევნო სასწავლო წლებში (მაგრამ არაუმეტეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში), პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ბრძანების დანართ N1-ში მითითებულ შესაბამის პროგრამაზე ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

ჯაბა სამუშია რექტორი