„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2024 წლის 04 ნოემბრის N29634/10 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2024 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1 საფინანსო სერვისები - თბილისი (დანართი N1);
1.2 საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი (დანართი N2);
1.3 Front-end დეველოპმენტი- თბილისი (დანართი N3);
1.4 საფინანსო სერვისები - ქუთაისი (დანართი N4);
1.5 საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი (დანართი N5);
1.6 Front-end დეველოპმენტი - ქუთაისი (დანართი N6);
1.8 საწყობის ოპერირება - ქუთაისი (დანართი N7);
1.9 ტვირთბის ექსპედირება - ქუთაისი (დანართი N8);
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი