,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’ ’ და ,,პ” ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2024 წლის 30 ოქტომბრის N29010/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასაქმებული ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაცია ერთ საშტატო ერთეულზე:
ქართული ენა - ერთი საშტატო ერთეული
2.ატესტაციას ექვემდებარება ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც წარმატებით აქვს გავლილი სულ მცირე 2 კონკურსი;
3.ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ „დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
4.ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი
საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
ზ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
თ) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
ი) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
კ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ლ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
5. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
6. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2024 წლის 4 ნოემბრისა.
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე