საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის  "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა     საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის   2021 წლის   31 მაისის    N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის   წესის   მე -4 მუხლის   მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 27594/10; 17.10.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ბაბეშ ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის    სტუდენტებისთვის         2024/2025 სასწავლო    წლის
გაზაფხულის    სემესტრისათვის    გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 18 ოქტომბერს
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნატო  ფიცხელაური   -  თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  მოადგილე, საზოგადოებრივი     ჯანდაცვის     დეპარტამენტის     ასოცირებული     პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)  ნინო  ჩიხლაძე  -  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  დეპარტამენტის   პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  მარიამ ქებურია,   თსუ   ჰუმანიტარული  ფაკულტეტის ასისტენტ  პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  15/04, 22 დეკემბრის  33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით   და   მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია