საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 24 სექტემბრის MES 8 24 0001197982 ბრძანების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 სექტემბრის N25346/10 წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N268/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 10 ოქტომბრის N26805/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს სრული კურსის მომზადების საფასური 2024-2025 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:

ა) „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად ზემოაღნიშნული აბიტურიენტები გაივლიან ქართული ენისა და ლიტერატურის ინტენსიურ სასწავლო კურსს 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში (30 სასწავლო კვირის მანძილზე);

ბ) სავალდებულო საგანი - ქართული ენაში მოსამზადებელი სრული კურსი შედგება 4 კომპონენტისგან (კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, წერა); სწავლების პირველი სამი თვე მოიცავს - 12 სასწავლო კვირა და 1 კვირა შუალედური გამოცდისთვის, კვირაში 16 საათი (კვირაში 8 საათი 2-ჯერ), შუალედური გამოცდა 4 საათი, სულ ჯამურად მოიცავს 196 საათს;

ვ) ძირითადი საგანი - ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ისწავლება შეფასებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული პროგრამით (შემდგომი 17 სასწავლო კვირა) და მოიცავს 102 საათს, კვირაში 6 საათი ( ქართული ლიტერატურა 2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი, ქართული ენა - 2 აკადემიური საათი);

გ) არჩევითი საგნები - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა; 17 სასწავლო კვირის განმავლობაში თითოეული არჩეული საგანი ჩატარდება კვირაში 4 საათი (2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი), სულ მოიცავს 68 საათს;

დ) 17 სასწავლო კვირის განმავლობაში აბიტურიენტის მიერ არჩეულ საგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საგანს;

ე) სასწავლო ჯგუფებში აბიტურიენტთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 10 აბიტურიენტით;

2. სრული კურსის ღირებულება სავალდებულო და არჩევით მოდულებში ერთი აბიტურიენტისათვის განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით;

3. აბიტურიენტთა სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის სწავლებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის მოსამზადებლად მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 20 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის; 5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი