„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში და 1.2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,
,ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 26 - 6 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27- 6 ოქტომბერი.
ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 12 აგვისტო - 6 ოქტომბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები-30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 6-18 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი-20 იანვარი- 8 თებერვალი(დასკვნითი გამოცდები), 13-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი - 5 იანვარი; 20 თებერვალი - 2 მარტი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი