საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში და

1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1.1 ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია: ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება 5-16 სექტემბერი; ა.ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18-29 სექტემბერი. ა.გ) აკადემიური რეგისტრაცია - 18-29 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 12 აგვისტო - 29 სექტემბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 16-29 სექტემბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები-23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 6-11 იანვარი

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 13 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 13- 19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი.

“ 2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი