საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 19.09.2024 N 24437/30წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ”რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N 225/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის დანართი N 1-ში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,

, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

N დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 დემოგრაფია 1
2 პოლიტიკის მეცნიერება  3
3 სოციოლოგია 5
4 სოციალური მუშაობა 2
5 მასობრივი კომუნიკაცია 4
6 საზოგადოებრივი გეოგრაფია 4
7 ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება 3
8 კონფლიქტოლოგია 5
9 საერთაშორისო ურთიერთობები 3

2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი