,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4 “ ქვეპუნქტის, 22- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 ქვეპუნქტების, საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი და მე-11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,4. ფაკულტეტზე წარდგენილ საკონკურსო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო და შერჩეული განაცხადების თაობაზე ინფორმაციას აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს (რაც კონკურსის პირველი წლისათვის უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა).
ბ) ,,ბ) 1 გვერდი - 20 ლარი როგორც სახელმძღვანელობის შექმნისას, ასევე თარგმანისთვის, სამეცნიერო რედაქტირების ჩათვლით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით; ახალი და ორიგინალური რუკა და ილუსტრაცია ჩაითვლება გვერდების რაოდენობაში. ახალი და ორიგინალური რუკა შესაძლებელია ჩაითვალოს ორ გვერდად)."
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი