უმაღლესი განათლების შესახებ საქართველო კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერბის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 09 ივნისის N49/2014 და 2017 წლის 17 მაისის 54/2017 დადგენილების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე N6 ოქმით დამტკიცებული „ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებისა და ვადების განსაზღვრის წესი“- ის საფუძველზე.
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების      შერჩევის     განმხილველი     კომისია     შემდეგი შემადგენლობით:
	
- ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხსი მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
 - მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
 - ქეთევან ჭკუასელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
 - თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საბაკალვრო პროგრამების „ფსიქოლოგია“ და „ოკუპაციური თერაპია“ ხელმძღვანელი;
 - თამარ ხიდაშელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
 
 - კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოცემიდან 2 წლის განმავლობაში.
 - ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
 - ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
 - ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.