საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის„ა“, „ბ“,  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9    და  მე  11-ე  პუნქტების,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის    2024 წლის   2 ივლისის    N17274/26, ეკონომიკისა და  ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის  მოადგილის   2024 წლის   8 აგვისტოს N20828/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 13 ივნისის N15511/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 22 ივლისის 19139/30 და 2024 წლის  5 აგვისტოს  N20436/30, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის 2024 წლის    22 ივლისის    N19120/27 და  ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 24 ივლისის N19398/28  წარდგინებების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.განისაზღვროს     სსიპ    – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში        2024-2025 სასწავლო      წლის       შემოდგომის       სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო    პროგრამებზე      ვაკანტური   ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის  (დანართი N1) შესაბამისად:
2.ბრძანების      უნივერსიტეტის    ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.ბრძანების       ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსებისა   და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის    გადაცემის     უზრუნველყოფა      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება     ძალაშია გამოცემისთანავე.
 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე