საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტურის საფეხურის მეექვსე სემესტრის სტუდენტის ხატია იმერლიშვილის 2024 წლის 8 ივლისის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

 

1. აკადემიური საბჭოს N08/2024 დადგენილების თანახმად, შეიქმნას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ხატია იმერლიშვილის მიერ გავლილი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • მირანდა მიქაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი;
  • ნათია მონიავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

2. კომისიამ დოქტორანტის კვლევის ანგარიში შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა .

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.