,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული ადმინისტრაციულ - დამხმარე პერსონალისთვის (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალისა) ფულადი ჯილდოს (კომპენსაციის) გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი