„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის 2024 წლის 1 ივლისის N10980/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების საორგანიზაციოს საკითხების ინიცირების მიზნით დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო გვენეტაძე - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დარეჯან თვალთვაძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) თამარ ზარანდია - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ირაკლი ბურდული - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ნუგზარ სურგულაძე - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გოჩა ფერაძე - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მიხეილ ბახტაძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) დიმიტრი შველიძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) იოსებ სოფრომაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამუშაო ჯგუფმა ამავე ბრძანების მიზნებისათვის უზრუნველყოს:
ა) ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი დარგთაშორისი კონფერენციების ჩატარების მიზნით შესაბამისი ინიციატივების განხილვა და მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
ბ) ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოსამზადებელი და გამოსაცემი შრომების (მათ შორის ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურა, მათი ციფრული ვერსიები) სახეობების განსაზღვრა და ამ მიზნით შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
გ) ფართო საზოგადოებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის ცნობადობის ასამაღლებლად სატელევიზიო (რადიო) გადაცემების (ქართველი მეცნიერების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, ზოგადად საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტის მქონე პირთა მონაწილეობით) მომზადების ინიციატივების განხილვა და მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
დ) ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 და დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ინიცირება;
ე) ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 და დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებში ვარლამ ჩერქეზიშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების საკითხის ინიცირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი