საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2024 წლის 3 ივლისის N17402/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 დეკემბრის N162/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსზე, ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის ატვირთვა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს სპეციალისტს ლელა მჭედლიძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარ სპეციალისტს (I კატეგორია) ანა კობახიძეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების მთავარ სპეციალისტს (I კატეგორია) ლევან ჯღარკავას, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამეტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების პროგრამისტს ნიკოლოზ რობაქიძეს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით.“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი