საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 „უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე  და  23-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, 54- ე მუხლის  პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის  პირველი ნაწილის,  „საჯარო   სამართლის იურიდიული  პირის   − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუქტის „ა“ და  „პ“  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე–15 მუხლის  პირველი  პუნქტისა  და  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  ,,ნ“  და  „პ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  დამტკიცდეს სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობილი    საზოგადო    მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების  თავმჯდომარის, აკაკი  ჩხენკელის, სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


  

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე 

რექტორი ჯაბა სამუშია