საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
 

  1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებაზე:პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება- კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 2 ივლისი, 15:00-17:00 სთ; თსუ VI კორპუსი , აუდიტორია #303;
  2. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
  3. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განცხადება მიიღება 21 ივნისიდან- 28 ივნისის ჩათვლის 10:00 დან 16:00 საათამდე, თსუ VI კორპუსი, ოთახი 203ა.
  4. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ-ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  5. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
  6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.