საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 - მე-5 და მე-8 პუნქტების, მე– 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს 2024 წლის 20 მაისის N13037/10 და 3 ივნისის N14369/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2024 წლის 5 ივლისს:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

გ) იურიდიული ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

დ) მედიცინის ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

თ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ი) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

კ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ლ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

მ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ნ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ო) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

პ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ჟ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

რ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ს) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ტ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

უ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);

ფ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი -1 წევრი (4 წლის ვადით).

ქ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული- ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი -1 წევრი (4 წლის ვადით; არჩევნების შედეგები ძალაში შევიდეს 2024 წლის 25 ნოემბრიდან.

ღ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი (4 წლის ვადით; არჩევნების შედეგები ძალაში შევიდეს 2024 წლის 25 ნოემბრიდან).

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ გოგშელიძე - იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) - კომისიის წევრი;

ბ) შორენა დარჩიაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი - კომისიის წევრი;

გ) აკაკი მიქაბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში - კომისიის წევრი;

დ) მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - კომისიის წევრი;

ე) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - კომისიის წევრი;

ვ) ლევან ხარანაული - იურიდიული ფაკულტეტის აპარატის უფროსი - კომისიის წევრი;

ზ) პავლე ჯაგუნავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი.

3. დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 5 ივლისს არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.

4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.

5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 10 ივნისს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 14 ივნისს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).

6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.

7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

8. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი