საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’  და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების
მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ”, საგამოცდო ცენტრის  უფროსის  მაია ჩიღვინაძის   2024 წლის  21 მაისის   N13211/10 წერილის
საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი     (გასაუბრება)     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   საგამოცდო  ცენტრში   დამკვირვებლების
შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად (40 ერთეული).
2. დროებით   მოწვეულ დამკვირვებლებს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიცხული 38 (საშემოსავლო  გადასახადისა   და   საპენსიო   ანარიცხების    ჩათვლით)   ლარის ოდენობით.
3.სამუშაო   ადგილი - ქ. თბილისი  თსუ-ის ბიბლიოთეკის  შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11.
4.სამუშაო   დღეები  და საათები  განისაღვრება  9:00 - დან  18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.
5.შრომის   ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება აპლიკანტთან გასაუბრებისას.

6.დამკვირვებლის   ფუნქცია-მოვალეობები:
ა) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) გააცნოს სტუდენტებს მათი უფლება-მოვალეობები; 
გ) დაარიგოს საგამოცდო ბილეთები;
დ) დააკვირდეს გამოცდის მიმდინარეობას მისთვის  განსაზღვრულ სექტორში; 
ე) აკონტროლოს სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვა;
ვ) პასუხი გასცეს სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებს; 
ზ) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) უზრუნველყოს საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელისათვის.

7.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს,  იყოს:
ა) ყურადღებიანი  და დეტალებზე  ორიენტირებული;
ბ) ოპერატიული;
გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური; ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;

8. დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია  უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge -2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე  კერძოდ,
ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;
ბ)  CV ქართულ ენაზე;
გ)  უმაღლესი  განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული  განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
9.  გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში  აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
10. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში  დამკვირვებლის  (შტატგარეშე  პოზიცია) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი,  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტი  და საგამოცდო ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე