საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 15 მაისის N12758/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 17 მაისს, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა; კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

გამოყენებითი კვლევების ცენტრი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, ინსტიტუტის კანცელარია.

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი