საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან   ჩარიცხული  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

თარიღი: 02/05/2024

ბრძანების N:: 114/01-01

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის,   54-ე მუხლის    პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,    56-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9  პუნქტის საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის   მინისტრის 2024 წლის  17 აპრილის  N440273 ბრძანების  და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 30 აპრილის №11862/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის  პროგრამის  ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”  ფარგლებში სტიპენდიების  მინიჭების  წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის  მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების   შედეგად/ერთიანი   ეროვნული  გამოცდების   გავლის  გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან   ჩარიცხული  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე  შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით  ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 182 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 257 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 146 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 351 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  96 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი -  206 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი -  85 სტუდენტი.
3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან   (ელექტრონული  ვერსია excel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში  2024 წლის 22 მაისის  ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია